DAUDTRAVEL

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

გთხოვთ, გაეცნოთ ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკას, რადგან თქვენი შემოსვლა ჩვენს ვებსაიტზე (www.daudtravel.com-ზე და მის ქვედომენებზე) ნიშნავს, რომ თქვენ (ვებსაიტის მომხმარებელი), ეთანხმებით ქვემოთ ჩამოთვლილ დებულებებს. თუ არ ეთანხმებით, გთხოვთ, დატოვეთ ვებსაიტი.

რა ინფორმაციას ვაგროვებთ

ჩვენ ვაგროვებთ მხოლოდ იმ ინფორმაციას, რომელსაც თქვენ თვითონ გვაწვდით ტურის დაჯავშნის, შეკვეთის გაკეთების ან/და მსგავსი ქმედების განხორციელებისას.

თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია:

  • სახელი და გვარი
  • მობილურის ნომერი (გამოიყენება უშუალო კომუნიკაციისა და კონტაქტისთვის)
  • ელფოსტის მისამართი

გადახდის დეტალები:

ჩვენ არ ვინახავთ თქვენი საბანკო ბარათის დეტალებს. გადახდის პროცესი ხორციელდება ინტეგრირებული მესამე მხარის (ბანკის ან საგადახდო სისტემის) უსაფრთხო სერვისების მეშვეობით.

რაში ვიყენებთ შეგროვებულ ინფორმაციას

ჩვენ შეგროვებულ ინფორმაციას ვიყენებთ, რომ:

  • შევძლოთ თქვენი შეკვეთის/დაჯავშნის მიღება, დამუშავება და დადასტურება
  • დაგიკავშირდეთ (ტელეფონით ან ელფოსტით) შეძენილ ტურთან დაკავშირებული დეტალების, ცვლილებების ან სხვა აუცილებელი ინფორმაციის გასაცნობად
  • გამოგიგზავნოთ შეტყობინებები ელექტრონული ფოსტით წარმატებული დაჯავშნის/ყიდვის შესახებ და მივაწოდოთ ტურის საბოლოო დეტალები
  • გავაუმჯობესოთ ჩვენი ვებსაიტი და სერვისები, რათა თქვენთვის უფრო მოსახერხებელი გახდეს ჩვენთან ურთიერთობა
  • საჭიროების შემთხვევაში, შეგატყობინოთ სიახლეების, სპეციალური შეთავაზებებისა და ახალი ტურების შესახებ (მხოლოდ თქვენი თანხმობის შემთხვევაში ან გამოწერის გაუქმების შესაძლებლობით)

ინფორმაციის გადაცემა მესამე პირზე

ჩვენ ჩვენი ნებით არ გადავცემთ ინფორმაციას მესამე პირს, გარდა:

  1. კანონით გათვალისწინებული მოთხოვნებისა
  2. სერვისის მიწოდებისთვის აუცილებელი შემთხვევებისა: შეზღუდული ინფორმაცია (მაგალითად, სახელი, გვარი) შესაძლოა გაზიარდეს იმ ტურ-ოპერატორებთან, გიდებთან ან მომსახურების მიმწოდებლებთან, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ თქვენ მიერ შეძენილი ტურის განხორციელებაში. ამ შემთხვევაში გაზიარება ხდება მხოლოდ იმ ინფორმაციის ფარგლებში, რაც აუცილებელია სერვისის სრულყოფილად მიწოდებისთვის

სხვა დეტალები

ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა წარმოდგენილია ორ ენაზე: ქართულად და ინგლისურად. თარგმანში არსებული უზუსტობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ქართულ ვერსიას. თუ გაქვთ კითხვა კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან დაკავშირებით, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ.